"ჩელსიმ" 0:3-დან ქულა გადაარჩინა - ტიაგო სილვას წარუმატებელი დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მესამე ტურში "ვესტ ბრომვიჩისა" და "ჩელსის" მატჩი 3:3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრები 0:3-ს აგებდნენ და კომპენსირებულ დროში ქულის მოპოვება მოახერხეს.

სადებიუტო მატჩშივე გუნდის კაპიტანი იყო პსჟ-დან გადასული ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა, რომლის შეცდომის შედეგად "არისტოკრატებმა" გოლი გაუშვეს.

"ჩელსი" 4 ქულით მე-6 ადგილზეა და 3 ოქტომბერს "კრისტალ პალასს" უმასპიძლებს.

"ჩელსი" ჩემპიონატზე პირველად არ დამარცხდა მატჩში, რომელსაც 0:3-ს აგებდა.

ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 3:3
გოლები: 1:0 რობინსონი (4), 2:0 რობინსონი (25), 3:0 ბერტლი (27), 3:1 მაუნტი (55), 3:2 ჰადსონ-ოდოი (70), 3:3 აბრაჰამი (90+3)

alt

ტიაგო სილვას წარუმატებელი დებიუტი [VIDEO]" />ტიაგო სილვა ინგლისური გრანდის ფეხბურთელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული