"ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, როგორც ჩანს, თავისას მიაღწია - ნახევარმცველი უსმან დემბელე "მანჩესტერში" გადასვლასთან ახლოსაა. ეს სიამოვნება "იუნაიტედს" 50-60 მილიონი ევრო დაუჯდება.
კუმანი თვლის, რომ დემბელეს პოზიციაზე ანსუ ფატი, ტრინკაუ და პედრი ჰყავს და მისი თავიდან მოცილება განიზრახა.
თან, ტრანსფერის ფულით "ბარსა", კუმანის მოთხოვნით, "ლიონის" თავდამსხმელ მემფის დეპაის შეძენას შეძლებს.
"ბარსელონამ" დემბელე 2017 წელს "დორტმუნდისგან" 130 მილიონად იყიდა.