"ევერტონის" მეკარე ჯორდან პიკფორდმა ინგლისის ჩემპიონატზე "ბრაიტონთან" მატჩში შეცდომა დაუშვა, რითაც მეტოქე გუნდის თავდამსხმელმა ნილ მოპემ ისარგებლა და გოლი გაიტანა. თუმცა, კარლო ანჩელოტის გუნდმა ეს შეხვედრა მაინც მოიგო (4:2) და ტურნირის სტარტზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
ლივერპულელთა გოლკიპერმა ამ სეზონში 4 ისეთი შეცდომა დაუშვა, რომლებსაც გოლი მოჰყვა და გულშემატკივრები დასცინიან - ისინი ტირანოზავრს ადარებენ და ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს მოუწოდებენ აღარ გამოიძახოს.