პრემიერლიგის მე-4 ტურში "მანჩესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" 1:6 განადგურდა "ტოტენჰემთან".
"ტოტენჰემმა" ბოლო 2 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მისმა მწვრთნელმა მოურინიომ კი განაცხადა, რომ "იუნაიტედი" 6 გოლს ყოველდღე არ უშვებს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
"მანჩესტერის" მენეჯერმა სოლსკიაერმა დაიჩივლა, რომ კლუბის ისტორიაში ეს ყველაზე უარესი დღე იყო და წაგება ვერაფრით ახსნა.
მანჩესტერი - ტოტენჰემი 1:6
გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდესი (2, პენ), 1:1 ნდომბელე (4), 1:2 სონი (7), 1:3 კეინი (30), 1:4 სონი (37), 1:5 ორე (51), 1:6 კეინი (79, პენ)
გაძევება: მარსიალი (28)