7 გაშვებული გოლის შემდეგ - "ლივერპული" ახალ მეკარეს ყიდულობს

AutoSharing Option
The Independent-ის ინფორმაციით, მერსისაიდულმა "ლივერპულმა" "ასტონ ვილასთან" განადგურების შემდეგ ახალი მეკარის ძებნა დაიწყო და ლონდონში მიაგნო.

წყაროს ცნობით, ჩრდილოელემა "ტოტენჰემ ჰოთსპურსს" მიმართეს და პაულო გასიანიგას შეძენა სურთ. 28 წლის არგენტინელმა მეკარემ კარიერა "ვალენსიაში" დაიწყო, თუმცა პროფესიონალურ დონეზე ესპანეთში მხოლოდ 1 სეზონი აქვს ნათამაშები, "რაიო ვალეკანოს" შემადგენლობაში.

"ლივერპულში" კი ძალიან შიშობენ, რომ ალისონ ბეიკერს თვე-ნახევარი მაინც გაუცდება და მის არყოფნაში გუნდის მეორე მეკარე ადრიან კასტილიომ ბირმინგემში 7 გოლი გაუშვა.


მკითხველის კომენტარები / 7 /
დასარტყმელად მიიწევს თითქოს ფოტოზე =)
goga
13:56 06-10-2020
0
როინა არ უნდათ?
ლ.გიო
20:49 05-10-2020
0

სიახლეები პოპულარული