The Athletic-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა კლუბისაგან კონტრაქტით გათვალისწინებული "ერთგულები ბონუსი" მიიღო.
გამოცემის მიხედვით, სექტემბრის ბოლოს "მეთოფეებმა" 31 წლის ფეხბურთელს 8 მილიონი ფუნტი გადაუხადა. სწორედ ეს პუნქტი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იოზილმა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მესუთი კლუბის საევროპალიგო განაცხადში ვერ მოხვდა და საერთოდაც, მარტის მერე მოედანზე არ გამოსულა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არსენალი" ხელშეკრულების გასაწყვეტად მზად არის, თუმცა სანაცვლოდ იოზილი 14 მილიონ ევროს ითხოვს.
სამართლიანობის ზეიმი - "არსენალი" 55 ადამიანს ათავისუფლებს, იოზილი კი ლიგაში ხელფასით მეორეა