30 წლის ნახევარმცველმა აღნიშნული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი აზრით, მაღალ დონეზე კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს.
"უკვე 30 წლის ვარ, თუმცა ფიზიკური კონდიციები მაძლევს საშუალებას ვივარაუდო, რომ მინიმუმ მომდევნო 7 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ვითამაშებ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და რაც ყველაზე მთავარია, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარიერის საუკეთესო ეტაპზე ვარ. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს".
ჯორდან ჰენდერსონი ინგლისის ნაკრების 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს