კლოპი: ანჩელოტის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასდროს დამიმალავს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თანაქალაქელი "ევერტონის" იტალიელ დამრიგებელ კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა.

"არასდროს დამიმალავს ანჩელოტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. მას უდიდეს პატივს ვცემ, კარლო შესანიშნავი პიროვნებაა.

როცა გავიგე, რომ "ევერტონს" ჩაიბარებდა, მაშინვე გავიფიქრე: "ოხ, კიდევ ერთი სერიოზული კონკურენტი გვემატება".

ამ ზაფხულს კლუბმა კარგად იმუშავა. "ევერტონმა" იპოვა ის ფეხბურთელები, რომლებიც სჭირდებოდა და ისედაც ძლიერი შემადგენლობის მეტად გაძლიერება შეძლეს.

ახლა კი, როცა გუნდი ანჩელოტის მოთხოვნებს შეეგუა, "ევერტონი" ანგარიშგასაწევი ძალა გახდა", - აღნიშნა კლოპმა.

მომზადებულია BBC-ის მიერ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული