მე-16 წუთზე ჟოზე მოურინიოს გუნდი მეტოქეს 3-ბურთიანი უპირატესობით უგებდა, თუმცა უკანასკნელ 15 წუთში სტუმრებმა მოწინააღმდეგეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს.
სადებიუტო მატჩი ჩაატარა გარეთ ბეილმა, რომელიც მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. მაშინ, როდესაც ანგარიში 3:2 იყო, მან საკმაოდ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რაც უელსელის გაკრიტიკების უმთავრესი მიზეზი გახდა.
"არ ვფიქრობ, რომ ბეილის ფაქტორი გუნდზე უარყოფითად აისახა. პირველ შეხვედრაში მისი სათადარიგო
მთელი შეხვედრა ვდომინირებდით, ბოლოს განვითარებულ სცენარზე კი ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, შეუძლებელია, რომ მსგავსი სიტუაციები ლოგიკურ ახსნას ექვემდებარებოდეს" - განაცხადა მოურინიომ.
2709 დღის შემდეგ ბეილის დაბრუნება და 3:0-დან "ტოტენჰემის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება [VIDEO]