მოურინიომ "ვესტ ჰემთან" მატჩი შეაფასა - ეს ბეილის ბრალი არ არის

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის გამორჩეული შეხვედრა ევროპის ყველაზე ძვირად ღირებულ სტადიონზე, ლონდონში გაიმართა, სადაც "ტოტენჰემმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა.

მე-16 წუთზე ჟოზე მოურინიოს გუნდი მეტოქეს 3-ბურთიანი უპირატესობით უგებდა, თუმცა უკანასკნელ 15 წუთში სტუმრებმა მოწინააღმდეგეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს.

სადებიუტო მატჩი ჩაატარა გარეთ ბეილმა, რომელიც მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. მაშინ, როდესაც ანგარიში 3:2 იყო, მან საკმაოდ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რაც უელსელის გაკრიტიკების უმთავრესი მიზეზი გახდა.

"არ ვფიქრობ, რომ ბეილის ფაქტორი გუნდზე უარყოფითად აისახა. პირველ შეხვედრაში მისი სათადარიგო
სკამზე ყოფნა საკმაოდ ლოგიკური იყო. ეს ერთგვარი მინიშნებაა, რომ "ტოტენჰემის" ძირითად თერთმეტეულში ადგილი გარანტირებულად არავის აქვს.

მთელი შეხვედრა ვდომინირებდით, ბოლოს განვითარებულ სცენარზე კი ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, შეუძლებელია, რომ მსგავსი სიტუაციები ლოგიკურ ახსნას ექვემდებარებოდეს" - განაცხადა მოურინიომ.

alt2709 დღის შემდეგ ბეილის დაბრუნება და 3:0-დან "ტოტენჰემის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული