რამდენად სერიოზულია ტიაგო ალკანტარას ტრავმა?

AutoSharing Option
მერსისაიდული "ლივერპულისთვის" ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის შეხვედრა არცთუ წარმატებული გამოდგა. "ევერტონთან" დაფიქსირებული რეზულტატის (2:2) გარდა, იურგენ კლოპს ორი საკვანძო მოთამაშე გამოაკლდა. 

ვირჯილ ვან დეიკის ტრავმა სერიოზულია. ჰოლანდიელი ფეხბურთელი 7-8 თვემდე იუქმებს, რაც "წითლებისთვის" საკმაოდ დიდი პრობლემაა. რაც შეეხება ტიაგო ალკანტარას, აქ საქმე მარტივადაა.

რიჩარლისონის უხეში თამაშის მიუხედავად, ესპანელმა ნახევარმცველმა დარჩენილი რამდენიმე წუთი მოედანზე გაატარა, თუმცა, როგორც ცნობილია, ის ტრავმირებულია. ალკანტარას დაზიანება რთული არ არის, თუმცა ის ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ "ლივერპულს" 10
ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.

altვან დეიკი საოპერაციოა და სავარაუდოდ, ამ სეზონში ვერ ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალკანტარას ტრავმაც რა! კვარაცხელია შემოვიდა მინდორზე მეორე ტაიმში და 20 წუთში შეცვალეს. ამაზე რატომ არ წერთ არაფერს? ალკანტარას ტრავმა უფრო გაღელვებთ თუ ხვიჩას მდგომარეობა? ან ტრავმაზე დაწერეთ ან ეს გამოაქვეყნეთ. იქნებ ვინმემ იცის და გაგვაგებინოს.
alexandre
12:43 19-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული