არტეტა იოზილს არ სწყალობს - გერმანელი იმედგაცრუებულია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელს, მესუთ იოზილს, პრემიერლიგაში ბოლო შეხვედრა 2020 წლის მარტში აქვს ჩატარებული.

ამ ფორმაციის გუნდში, აშკარაა, რომ მიკელ არტეტა გერმანელის საჭიროებას ვერ ხედავს და არ აპირებს, იოზილს თავისი უნარების დემონსტრირებისთვის შანსი მისცეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, "არსენალმა" 32 წლის ფეხბურთელი განაცხადიდან გამოიყვანა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პრემიერლიგის შეხვედრებში მონაწილეობას მინიმუმ 2021 წლის თებერვლამდე ვერ მიიღებს.

ყველაფერთან ერთად, გასაჯაროვდა ის ფაქტიც, რომ გამოცდილი ნახევარმცველი "მეთოფეებისთვის" ვერც ევროპა ლიგაზე შეუტევს.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მიუხედავად ამისა, ვცდილობ, პოზიტიური განწყობა
შევინარჩუნო. ნამდვილად არ მინდა, გუნდთან, რომელსაც ჩემი კარიერის გამორჩეული წლები დავუთმე, მსგავსი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდეს" - განაცხადა იოზილმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით, ის კვირაში 350 000 ფუნტს გამოიმუშავებს.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით


alt"არსენალი" იოზილს და პაპასტატოპულოსს განაცხადიდან გამოიყვანს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული