გვარდიოლა: ამ მხრივ, ვესტ ჰემს "სიტისთან" შედარებით დიდი უპირატესობა აქვს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ლონდონური "ვესტ ჰემი" მანჩესტერ "სიტის" დაუპირისპირდება და კარგი სერიის გაგრძელებას შეეცდება.

5 ტურის შემდეგ, მოიესის შეგირდების აქტივში 7 ქულაა. ამ მონაგარით, გუნდი სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს, თუმცა საუკეთესო სამეულამდე მხოლოდ 3 ქულა აშორებს.

აღნიშნული მატჩის წინ ჟურნალისტებთან "ქალაქელთა" მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ისაუბრა და განაცხადა, რომ "ვესტ ჰემს" "სიტისთან" შედარებით უპირატესობა აქვს.

"ბოლო პერიოდის გრაფიკიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდები, რომლებიც ევროპულ ტურნირებში მონაწილეობენ, საკმაოდ იჩაგრებიან. ფეხბურთელები, პრაქტიკულად, ენერგიის აღდგენას ვერ ახერხებენ, როდესაც შემდეგი
შეხვედრის ჩატარება უწევთ.

ამ მხრივ, "ვესტ ჰემს" და ზოგადად, ყველა გუნდს, რომელიც ევროასპარეზზე არ მონაწილეობს, უპირატესობა აქვთ. დრო უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ამ კლუბებზე მუშაობს" - განაცხადა გვარდიოლამ.

altგვარდიოლა - საუცხოოდ ვითამაშეთ