22 წლის ფეხბურთელის მსგავსს აქტივობებს მედიის ყურადღების გარეშე არ ჩაუვლია. აღნიშნული საკითხი არ გამოეპარა მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპსაც, რომელმაც ინგლისელ შემტევზე ისაუბრა.
"კლუბებს შორის არსებული ურთიერთობების მიუხედავად, საჭიროა, კონკრეტული საკითხები ობიექტურად განვიხილოთ. ჩვენ, პირველ რიგში, ადამიანები ვართ. ის გადაწყვეტილება, რაც რეშფორდმა მიიღო დასაფასებელი და ბრწყინვალეა.
ეს ერთჯერადი პროცესი არ არის. ვფიქრობ, ეს წამოწყება უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს, ამ რეალობით
მარკუსს არ ვიცნობ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მისით ვამაყობ" - განაცხადა კლოპმა.