"ბარსელონას" თავდამსხმელი და კაპიტანი ლიონელ მესი "ელ კლასიკოში" გოლის გატანას მას შემდეგ ვერ ახერხებს, რაც "თეთრები" კრიშტიანო რონალდომ დატოვა და "იუვენტუსში" გადავიდა.
არგენტინელმა ვარსკვლავმა, აწ უკვე ზედიზედ 6 "კლასიკოში" ვერ მოახერხა თავის გამოჩენა. ლეომ ბოლო გოლი 2017/18 წლების სეზონში გაიტანა, როცა შეხვედრა 2:2 დასრულდა. რონალდომ კი "რეალი" 2018 წელს დატოვა.
გუშინდელი მოგების შემდეგ კი "რეალმა" "ბარსას" მოგებათა რაოდენობით გაასწრო - მადრიდელებს კატალონიელები 97-ჯერ ჰყავთ დამაცხებული.
მომდევნო ტურში "ბარსელონა" "ალავესს" დაუპირისპირდება, ხოლო "რეალი" "უესკას" შეხვდება.