როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი ფეხბურთელი მანჩესტერულ გრანდს მიმდინარე წლის სექტემბერში შეუერთდა და ჯერჯერობით თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს.
"ვან დე ბეეკზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას, როგორც ბავშვს არ განვიხილავთ. საერთოდ არ მესმის ფეხბურთელის გუნდში ყოფნის იდეას, როდესაც მას თავისი უნარების რეალიზება არ შეუძლია. ფაქტია, რომ ჩვენ ის არ გვჭირდება"
შინაარსობრივად, დაახლოებით იგივე თქვა გარი ნევილმაც, რომლის აზრით, "იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკა დონის შემთხვევის ფონზე, ცუდად უნდა დახასიათდეს. მისი აზრით, ჰოლანდიელში გადახდილი 40 მილიონი მინიმუმ იმის გარანტია უნდა ყოფილიყო, რომ მას ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ეთამაშა.