"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ბარძაყის ტრავმის გამო შეიძლება "ლივერპულთან" ვერ ითამაშოს.
"ქალაქელთა" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "კუნს", სავარაუდოდ, ორი კვირა გაუცდება. ის ტრავმის რეციდივის გამო შაბათს "ვესტ ჰემთან" შეხვედრისას შეცვალეს.
გასულ სეზონში აგუერომ პრემიერლიგის 24 მატჩში 16 გოლი გაიტანა (2 პენალტით).
"სიტი" 8 ქულით ჩემპიონატზე მე-13 ადგილზეა, "ლივერპულს" კი 8 ნოემბერს უმასპინძლებს.