პრემიერლიგის მე-7 ტურში "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" 2:1 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი 85-ე წუთზე დიოგუ ჟოტამ გაიტანა.
"ლივერპული" ჩემპიონატზე უკანასკნელ 63 მატჩში დაუმარცხებელია და საკუთარი რეკორდი გაიმეორა.
მოჰამედ სალაჰმა "წითლებში" ზედიზედ 14 პენალტი გაიტანა.
"ლივერპული" 16 ქულით ლიდერია და 8 ნოემბერს მძიმე გასვლა ელის "მანჩესტერ სიტისთან", ხოლო იქამდე 4 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოში "ატალანტას" შეხვდება.
ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 0:1 ფორნალსი (10), 1:1 სალაჰი (42, პენ), 2:1 ჟოტა (85)