"არსენალმა" "მანჩესტერს" სტუმრად 14 წლის შემდეგ პირველად სძლია

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-7 ტურში "არსენალმა" გასვლაზე 1:0 მოუგო "მანჩესტერს".

69-ე წუთზე პოლ პოგბამ საკუთარ საჯარიმოში ექტორ ბელერინი წააქცია, პენალტი კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გამოიყენა.

"არსენალს" "მანჩესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" ბოლოს 14 წლის წინ ჰყავდა დამარცხებული.

"არსენალი" 12 ქულით მერვე ადგილზეა, "მანჩესტერი" კი 7 ქულით - მეთხუთმეტეზე. ეს 2013 წლის შემდეგ ჩემპიონატზე "იუნაიტედის" ყველაზე უარესი სტარტია. უკანასკნელად ამ გუნდმა ჩემპიონატის 4 სასტარტო მატჩი 1972 წელს ვერ მოიგო, როდესაც მე-18 ადგილზე გავიდა.

"არსენალს" "დიდი ექვსეულის" ("ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერი", "ჩელსი", "ტოტენჰემი", "არსენალი") გუნდი სტუმრად ბოლოს
2015 იანვარში ჰყავდა დამარცხებული და 29-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა - 19 წაგება და 10 ფრე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
2015-დან გასვლაზე არ მოუგია ექვსეულის დანარჩენ წევრებთან,თორემ ისე საკმაოდ ბევრჯერ ;)
ავტორს
01:00 02-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული