გაიტანა, თვით ბეილმა გაიტანა - მოურინიოს გუნდი მეორე ადგილზეა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-7 ტურში "ტოტენჰემმა" "ბრაიტონი" 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-13 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა და გოლს პლუს საგოლე პასის სისტემით ტოპ -5-ის ლიგებში საუკეთესოა. 56-ე წუთზე ტარიკ ლამპტიმ საპასუხო გოლი გაიტანა. 73-ე წუთზე შეცვლაზე გარეთ ბეილი შევიდა და 4 წუთში მეტოქის კარი დალაშქრა.

ბოლოს მან გოლი 22 იანვარს, "რეალის" შემადგენლობაში ესპანეთის თასზე "უნიონისტას სალამანკას" გაუტანა, უკანასკნელად კი "ტოტენჰემში" გატანილი 7 წლისა და 166 დღის წინ ჰქონდა.

"ტოტენჰემი" 14 ქულით მეორე
ადგილზეა და 8 ნოემბერს სტუმრად "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული