კლოპი: "სიტი" - "ლივერპული" სამყაროს ყველაზე რთული მატჩია

AutoSharing Option
8 ნოემბერს პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის შესახებ სტუმართა გუნდის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა:

"ორივე გუნდისთვის ურთულესი მატჩი იქნება. წელს ბევრი რამ შეიცვალა და შარშანდელ და შარშანწინდელ შეხვედრებთან პარალელის გავლება არ შეიძლება. ასეთი დაპირისპირებები მომწონს, მომწონს მისადმი მომზადება, თუმცა ეს ჩვენს ამოცანას არ აიოლებს.

გასულ წელს მათთან 0:4 წავაგეთ, მაგრამ იქამდე სამი დღით ადრე ჩემპიონები გავხდით. არა აქვს მნიშვნელობა, სტუმრად ვთამაშობთ თუ სახლში, ეს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე რთული მატჩია", - ციტირებს კლოპს Liverpool Echo.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული