პრემიერლიგის მე-8 ტურში "მანჩესტერმა" სტუმრად "ევერტონი" 3:1 დაამარცხა.
"იუნაიტედის" თავდამსხმელი ედინსონ კავანი 82-ე წუთზე ენტონი მარსიალის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და კომპენსირებულ დროში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა დუბლი შეასრულა - მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 7 მატჩში 5 გოლი (2 პენალტით) და 3 საგოლე გადაცემაა.
"მანჩესტერმა" ჩემპიონატზე ზედიზედ 7 საგარეო მატჩი მოიგო და 1993 წელს დამყარებული თავისი საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
ლივერპული. "გუდისონ პარკი"
ევერტონი - მანჩესტერი 1:3
გოლები: 1:0 ბერნარდი (19), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (25), 1:2 ბრუნო ფერნანდეში (32), 1:3 კავანი (90+5)