პრემიერლიგის მე-8 ტურში "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" მატჩი 1:1 დასრულდა.
მოჰამედ სალაჰმა 8 სასტარტო შეხვედრაში 8 გოლი (4 პენალტით) გაიტანა და ფერნანდო ტორესისა და რობი ფაულერის რეკორდი გაიმეორა.
ტრავმამორჩენილმა გაბრიელ ჟეზუსმა დაბრუნება გოლით აღნიშნა.
42-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა თერთმეტმეტრიანიდან ბურთი კარს ააცილა.
"ლივერპული" 17 ქულით მესამე ადგილზეა და 21 ნოემბერს "ლესტერს"უმასპინძლებს, ხოლო 12 ქულით მეთერთმეტე ადგილზე მყოფი "მანჩესტერ სიტი", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, იმავე დღეს ლონდონში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.
მანჩესტერი. ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 სალაჰი (13,
პენ), 1:1 გაბრიელ ჟეზუსი (31)
გამოუყენებელი პენალტი: დე ბრუინი (42)