"რეალის" ნახევარმცველი ისკო შეიძლება ინგლისში გადაბარგდეს.
რამდენიმე ესპანური მედიასაშუალება წერს, რომ "რეალმა" 28 წლის ნახევარმცველი ისკო ტრანსფერზე დააყენა. მისი შეძენა ყველაზე მეტად "ევერტონს" სურს, რომლის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ისკოს დიდად აფასებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერის შესახებ "რეალის" ოფიციოზი არაფერს იტყობინება. მან ამ სეზონში ლა ლიგის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი კი არაფრით გამოუჩენია.