ნაკრებებში გამოუძახებელმა "არსენალის" ფეხბურთელებმა ორმხრივი თამაში ჩაატარეს, რომელიც ჩხუბით დასრულდა, - იტყობინება The Athletic-ი.
უხეში შეჯახების შემდეგ მცველმა დავიდ ლუისმა ნახევარმცველ დანიელ სებალიოსს ხელი გაარტყა. ეს უკანასკნელი გაზონზე დაეცა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა.
გამოცემის მტკიცებით, სებალიოსმა "ხურდის დაბრუნება" მოინდომა, მაგრამ თანაგუნდელებმა გააშველეს და შემდეგ ორივე ფეხბურთელი სახლში გაუშვეს.
თუმცა სებალიოსმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და კონფლიქტი უარყო.