მატჩისას ორჯერ წაავლო სასქესო ორგანოზე ხელი და...

AutoSharing Option
უმსგავსო საქციელი ჩაიდინა "პრესტონის" მცველმა დარნელ ფიშერმა.

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-12 ტურში ფიშერმა "შეფილდ უენსდეის" მცველს, კალუმ პატერსონს საჯარიმოში მეურვეობისას სასქესო ორგანოზე წაავლო ხელი. "დაზარალებულმა" მსაჯს შესჩივლა, მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია, რის შემდეგაც ფიშერმა იგივე გაიმეორა, - იტყობინება "დეილი მეილი".

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია პატერსონს მინიმუმ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯის. მისი მოქმედება რეგლამენტის მიხედვით კვალიფიცირდება, როგორც "აგრესიული საქციელი".

მკითხველის კომენტარები / 1 /
უყვარს, და რა ქნას?)
ზურა
13:33 25-11-2020
1

სიახლეები პოპულარული