საშინელი შეჯახება, სისხლი და გონებადაკარგული მცველი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 29 ნოემბერს, "არსენალისა" და "ვულვერჰემპტონის" მატჩის მე-7 წუთზე ერთმანეთს მცველი დავიდ ლუისი და თავდამსხმელი რაულ ხიმენესი შეეჯახნენ.

თავით შეჯახების დროს ხიმენესმა გონება დაკარგა და ექიმებმა საკაცით გაიყვანეს, რაც შეეხება ლუისს, მას შუბლის არედან სისხლი სდიოდა, თუმცა შესვენებამდე მაინც ითამაშა.

მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

"მეთოფეებმა" უკანასკნელი 6 შეხვედრიდან 4 წააგეს, 1 ფრედ დაასრულეს, 1 მოიგეს, 13 ქულით მე-14 ადგილზეა და 6 დეკემბერს "ტოტენჰემს" შეხვდება, ხოლო 17 ქულით მე-6 პოზიციაზე მყოფი "ვულვზი" იმავე დღეს გასვლაზე "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

"არსენალმა" ჩემპიონატის
ბოლო 8 საშინაო მატჩში გაუშვა საკუთარ მოედანზე გოლი, რაც 2007 წლის შემდეგ მისი უარესი შედეგია.

ლონდონი. "ემირეითსი"
არსენალი - ვულვერჰემპტონო 1:2
გოლები: 0:1 ნეტო (27), 1:1 მაგალიაეში (30), 1:2 პოდენსე (42)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული