"დეილი მირორის" ცნობით, მეტად უხეიროდ მოთამაშე "არსენალის" მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას იანვრამდე მისცეს ვადა სიტუაციის გამოსასწორებლად.
"მეთოფეებს" 10 მატჩიდან მხოლოდ 13 ქულა აქვს და პრემიერლიგის ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს. იმასაც წერენ, რომ "არსენალის" პატრონებს არტეტას შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავთ - იტალიელი მასიმილიანო ალეგრი, რომელიც 2019 წლიდან, "იუვენტუსიდან" განთავისუფლების შემდეგ, დღემდე უმუშევარია.