ბრექსიტი პრემიერლიგას შეზღუდავს

AutoSharing Option
იმის გამო, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ინგლისური პრემიერლიგის გუნდებს აეკრძალებათ 18 წლამდე ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმება.

შეზღუდული იქნება აგრეთვე 21-წლამდელებთან ხელშეკრულებების დადება, ანუ ერთი სატრანსფერო ფანჯრისას კლუბს ამ ასაკს მიუღწეველი მხოლოდ სამი ფეხბურთელის აყვანა შეეძლება. ძალაში შევა ბრიტანეთში სამუშაო ვიზის მისაღებად ფეხბურთელისათვის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების გარკვეული რაოდენობის წესი, რომელიც ამა თუ იმ ნაკრების ფიფას რეიტინგში ადგილის მიხედვით დგინდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული