"სტატისტიკა ხორცის კარგ ნაჭერს ჰგავს..." - ჟოზე მოურინიო

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ის გუნდები გააკრიტიკა, რომლებიც სტატისტიკაზე არიან დაყრდნობილი. 

"თქვენ, მოგმართავთ მედიას, რომლებსაც  ბურთის ფლობა და სტატისტიკა მოგწონთ. როდესაც ფეხბურთელის თამაშთან დაკავშირებით საუბრობთ, ამბობთ - სტატისტიკის მიხედვით 92% ზუსტი პასები ჰქონდა. 

სტატისტიკა არ გეუბნებათ, რომ ამ ფეხბურთელმა პასი 2 მეტრში მყოფ თანაგუნდელს გაუკეთა, მაგალითად, ერთმა მცველმა მეორე მცველს ან იქვე მდგარ ნახევარმცველს. 

და მეორე ადამიანი, რომელიც გადაცემებს 65% სიზუსტით ასრულებდა, საგოლე გადაცემა შეასრულა ან თუნდაც ის, რომელიც 60-მეტრიან მწვავე პასებს აკეთებს.

სტატისტიკა ხორცის კარგ ნაჭერს ჰგავს, რომელიც ცუდადაა მომზადებული. ეს ბევრს არაფერს გვეუბნება. პირადად ჩემთვის, საგოლე გადაცემა ან
გატანილი გოლი უფრო მეტს ნიშნავს. 

შეიძლება ბურთს ნაკლებად ეხებოდე, მაგრამ გოლი ხშირად გაგქონდეს. ამიტომ სტატისტიკა ჩემთვის ფუნდამენტურია", - განაცხადა მოურინიომ. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

alt"ყველა ბედნიერი ვერ იქნება..." - ჟოზე მოურინიო






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული