კლოპის გუნდი მთელი მისი ბრწყინვალებით: "კრისტალ პალასი"-"ლივერპული" 0:7 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 დეკემბერს, "ლივერპული" "კრისტალ პალასს" ესტუმრა და 7:0 დაამარცხა. 

მერსისაიდულმა კლუბმა პირველ ტაიმში 3, ხოლო მეორეში 4 ბურთი გაუტანა მეტოქეს და საკუთარ მოედანზევე გაანადგურა.

14 ტურის შემდეგ "ლივერპულს" 31 ქულა აქვს და პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს, რაც შეეხება "კრისტალ პალასს", 18 ქულით მე-12 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს "ლივერპული" 27 დეკემბერს, "ვესტ ბრობვიჩის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო "კრისტალ პალასი" 26 დეკემბერს "ასტონ ვილას" ესტუმრება.

ლონდონი. "სელჰუსტ პარკი"
კრისტალ პალასი - ლივერპული - 0:7
გოლები: 0:1 მინამინო (3), 0:2 მანე (35), 0:3 ფირმინო (44), 0:4 ჰენდერსონი
(52), 0:5 ფირმინო (68), 0:6 სალაჰი (81), 0:7 სალაჰი (84)

altკლოპი "ლივერპულზე" - "ერთი პრობლემა გვაქვს..."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული