ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის

AutoSharing Option
მეკარე ჯონ ჰარტმა, რომელმაც "მანჩესტერ სიტი" მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ დატოვა, გაიხსენა თავისი და პეპის საუბარი, როდესაც მწვრთნელმა ფეხით თამაშის უნარი დაუწუნა და ფაქტობრივად მიანიშნა, რომ ძირითად მეკარედ ვერ განიხილავდა.

"გვარდიოლა "სიტიში" საკუთარი ხედვით მივიდა, სურს ამ კლუბში თავისი კვალი დატოვოს. ჯერჯერობით ამ იდეებს ახორციელებს და ეს არ შეიძლება პატივისცემას არ იწვევდეს. პირადად მის მიმართ არავითარი წყენა არ მაქვს", - განუცხადა "დეილი ექსპრესს" ჰარტმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული