აბრაჰამის დუბლი და "ჩელსის" მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 00:00 საათზე, "ჩელსიმ" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ფრენკ ლამპარდის ბიჭებისთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება გახლდათ, რადგან "ლურჯებმა" ბოლო 2 შეხვედრა წააგო ("ვუზლვზთან" და "ევერტონთან").

"ჩელსი" 14 ტურის შემდეგ, 25 ქულით მე-5 ადგილზეა და საუკეთესო ოთხეულის 2 წარმომადგენელს, "ევერტონსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" 1 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება "ვესტ ჰემს", "ჩაქუჩებს" 21 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს "ჩელსი" 26 დეკემბერს, "არსენალის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "ვესტ ჰემი" 27 დეკემბერს "ბრაიტონს" უმასპინძლებს.

"სტემფორდ ბრიჯი"
"ჩელსი" - "ვესტ ჰემი" 3:0

გოლები:
1:0 სილვა (10), 2:0 აბრაჰამი (78), 3:0 აბრაჰამი (80).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული