"უოტფორდში" ჩისკოს ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი პორნოვარსკვლავი მია ხალიფა იქნება

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" ყოფილ მწვრთნელ ჩისკოს "უოტფორდში" ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი პორნოვარსკვლავი მია ხალიფა ეყოლება.

მოგეხსენებათ, ეს ლიბანელი გოგონა ფეხბურთში როგორი "ჩახედილი" გახლავთ და ხმაურიანი განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდება ხოლმე...

ერთი ხანობა, ის "ვესტ ჰემის" ფორმით გვევლინებოდა, "ჩაქუჩებს" სიყვარულს ეფიცებოდა და ლონდონელთა მარცხზე ცრემლებსაც აღვარღვარებდა, თუმცა...

ნათქვამია - არ დაიჯეროთ ბოზის ცრემლები და ლოთის ფიცილიო...

2019 წელს ქალბატონი მია უკვე "უოტფორდის" ფორმით წარდგა და Vicarage Road-ზე (გუნდის საშინაო არენა) "არსენალთან" მატჩსაც დაესწრო.

"ონავრებმა" ის მატჩი "არსენალს" 0:2-დან დაუქაჩა და ხალიფასაც ფეხი შეუქეს
(მართლაც არაფერი დაეწუნება), კარგი გქონიაო.

თამაშის შემდეგ მიამ დაიქადნა - ჩემი დიდი დამსახურებაა, რომ კლუბმა თამაში შემოატრიალაო.

ხალიფამ თქვა, რომ არც "ვესტ ჰემის" სიყვარული გამნელებია, მაგრამ "უოტფორდს" ვქომაგობო. ვნახოთ, როგორ მოაწონებს ჩისკო თავს პორნოვარსკვლავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმ მსოფლიოსი იმ ეპოქის იმ სამართლიანობის რა ვთქვი...!!! პორნო ვარსკვლავობა რომ დაფასებული იქნება და პატიოსანი შრომა პორნო ვარსკვლავურ გასამრჯელოსთან ნაკლები...!!! აი აქ მთავრდება სამართლიანი კაპიტალიზმი...!!!
Simartle
25 დეკემბერი 2020 10:28
1
აქ როენა მამიდა ყავდა გულშემატკივარი და იქ მია ხალიფა.. ყოჩაღ ჩისკო, ეს უკვე პროგრესია! :დ
ქუთაისელი
24 დეკემბერი 2020 15:07
2
Raga uchirt aba
Milani
23 დეკემბერი 2020 20:23
1
სამჯერ დაგიწერეთ კომენტარი. უბრალოდ სიმართლის მოსმენა არ გინდათ და ხალხს ატყუებთ:" კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა".
admins
23 დეკემბერი 2020 20:09
1
ათას "გუნდზე" გადამხტარი ხარ მია! აღარ მიყვარხარ
ჯორჯო
23 დეკემბერი 2020 20:02
5

სიახლეები პოპულარული