"გამარჯვებისთვის ცხოველივით ბრძოლა მინდა" - განუცხადა ჩისკომ "უოტფორდის" საიტს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" ახლახან აბარგებულმა და "უოტფორდის" მწვრთნელად დანიშნულმა 40 წლის ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა ინგლისური კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა.

"აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. კარგ კლუბში მუშაობის კარგი შანსი მომეცა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს და ის დროა, სამუშაოს შევუდგეთ. სიტუაციისგან სიამოვნების მიღება მსურს. ბედნიერი ვარ და ბიჭებთან მუშაობის დაწყება მინდა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც გულშემატკივრები მხარს უჭერენ და ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს.

ფანებს ვუთხარი, რომ კლუბისათვის მაქსიმუმს გავიღებ. მთავარი მუშაობა და გამარჯვებაა. ენერგია და ქომაგთა
თანადგომა გვჭირდება. ჩვენ ისინი ყველას გვჭირდება. ერთად დიდი ძალა ვიქნებით. მიზანი ყველამ იცის.

გამარჯვებისთვის მინდა ცხოველივით ვიბრძოლო და ჩემი მაქსიმუმი გავიღო. ახლა კლუბის წინაშე პასუხისმგებელი ვარ და მინდა ნდობისათვის მადლობა გადაგიხადოთ. ამ მომენტისთვის მზად ვარ. 100%-ით დავიხარჯები. ვიცი, რა სიტუაციაში ვართ და რა გვჭირდება.

მუშაობა გვმართებს. ფეხბურთი ვნებაა და იდეალური ფეხბურთელები გვყავს. მათ თვითრწმენა უნდა შევძინოთ და დავეხმაროთ. ვიცი, რა არის გულშემატკივრობა, ფეხბურთელობა, ახლა კი - მწვრთნელობა. ყველა სიტუაციას ვიცნობ და ვიცი, რა გვჭირდება.

გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი გამოცდილებაა - ვიყო გამარჯვებული. მთელი ცხოვრება გამარჯვებული ვიყავი და ფეხბურთელობისას ყველაფერი მოვიგე. ეს ჩემი ხასიათია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ლაპარაკობს ხალხი გამოცდილებაზე. ხანდახან გამოცდილება გამარჯვებაა. ზოგიერთს 10-წლიანი გამოცდილება აქვს და არაფერი მოუგია.

როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ჩემი როლი მწვრთნელის მსგავსი იყო. მაშინ ყველაფერს ბლოკნოტში ვიწერდი. ვიცოდი, მწვრთნელი გავხდებოდი. სამომავლოდ საუკეთესო ჩანაწერები გავაკეთე".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩისკოზე ცუდს და აუგს ვერავინ ვერ იტყვის,ამ კაცმა ზედიზედ ორჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი,თან როგორი შემადგენლობით თავად იცით..თან მოიგო ისე,რომ უშუალო კონკურენტები თითქმის ყველა მატჩში დაამარცხა. ან ზოგი რომ ამბობს ფარერებთან წააგოო,გუგლეში მაინც ნახეთ ვინ იყო მაშინ დინამოს მწვრთნელი...ან კიდევ ზოგი რომ წერს თუ მართლა უყვარს დინამო და საქართველო ზოგი ფეხბურთელი გაიყოლოს უოტფორდშიო..საინტერესოა ვისი ხილვა გსურთ ჩემპიონშიპში, პაპავას,ქარდავას თუ იაშვილის? ვინ უნდა წაიყვანოს? ინგლისი კვიპროსის ან რუსეთის ჩემპიონატი ხომ არ გგონიათ?? თუნდაც ინგლისის რანგით მეორე ლიგა?? ისე მართლა ერთი ჟურნალისტი მაინც დაუკავშირდეს და წარმატებები უსურვოს ჩისკოს,ტეხავს...
გიორგი-ბათუმი 97
13:02 23-12-2020
0
რაც არ უნდა იყოს ეს კაცი ორჯერ გახდა ზედიზედ საქართველოს ჩემპიონი!
ამხელა ნახტომი გააკეთა კარიერაში დინამო თბილისიდან პირდაპირ პრემიერლიგისთვის მებრძოლ გუნდში, ქართული სპორტული რედაქციიდან ერთი ჟურნალისტი მაინც დაუკავშირდით მცირე ინტერვიუ ჩამოართვით, მიულეცეთ წინსვლა და წარმატებები უსურვეთ ქართველი გულშემატკივრების სახელით.
ელემენტარულია სირცხვილია "ევროპა" ვართ
Nika-7
02:28 23-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული