"მიმაჩნია, რომ მის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელმა მომენტები უნდა შექმნას და არა პრობლემები. კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და ძალიან გაბრაზებული ვიყავი.
"ტოტენჰემმა" პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, მეტოქეს უბურთოდ არბენინებდა და კარში დარტყმის საშუალებაც არ მისცა.
მოწინააღმდეგეზე ზეწოლის მოხდენის ნაცვლად, გოლი ჩვენს კარში მივიღეთ. წინ ძალიან რთული ორი მატჩი გველოდება, ნახევარფინალში ბრძოლა მოგვიწევს", - აღნიშნა ჟოზემ.
ინგლისის ლიგის თასის 1/2-ფინალში "ტოტენჰემი" "ბრენტფორდს" შეხვდება.