ანჩელოტი "ევერტონის" პერსპექტივას თავშეკავებულად აფასებს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ევერტონი" საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობს, 15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" სულ 3 ქულა აშორებს. მისი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მაინც ფრიად თავშეკავებულია.

არ მალავს, რომ სეზონის დასაწყისში ამ შედეგს არ ელოდა. იმასაც ამატებს, რომ გუნდი საჩემპიონოდ მზად არ არის და ზაფხულში დასახული მიზანი, ევროტურნირების საგზურის მოპოვება, უცვლელია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში კიდევ მეტ პროგრესზე არ იზრუნებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული