Evening Standard-ის ცნობით, "ტოტენჰემის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაცვის ცენტრის გაძლიერებას აპირებს.
გამოცემის მტკიცებით, მოურინიოს "რეალის" კაპიტან სერხიო რამოსის ხელში მუქთად ჩაგდება სურს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
მოურინიო "რეალის" თავკაცი 2010-13 წლებში იყო და სერხიოსთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს.
პორტუგალიელი აგრეთვე მილან შკრინიარის (ინტერი) კანდიდატურას განიხილავს.