პსჟ-ის მწვრთნელობიდან გადაყენებული ტომას ტუხელი მზადაა "ჩელსი" ჩაიბაროს.
"ბილდის" ცნობით, მას "არისტოკრატებში" მუშაობა აინტერესებს, ვინაიდან ან გუდში მისი თანამემამულეები: ტიმო ვერნერი, კაი ჰავერცი და ანტონიო რიუდიგერი თამაშობენ.
ტუხელი 2017 წელს უკვე დაკავშირებია "ჩელსის", როდესაც "დორტმუნდი" დატოვა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას "არსენალი" და "მანჩესტერი" იწვევენ.
"ჩელსი" 16 ტურის შემდეგ 26 ქულით მერვე ადგილზეა, რაც 2015 წლის შემდეგ ამ გუნდის უარესი შედეგია და მის მწვრთნელს, ფრენკ ლამპარდს გადაყენებას უპირებენ.