"ჩელსიმ" ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, ამჯერად ფრე "ასტონ ვილასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 28 დეკემბერს, "ჩელსიმ" "ასტონ ვილას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 

მიუხედავად პირველი ტაიმის მოგებისა, მეორე ნახევარში სტუმარმა კლუბმა მეტოქეს ერთი ბურთი გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. 

"არისტოკრატებს" 16 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტი", "ტოტენჰემი" და "საუთჰემპტონი" მომდევნო მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ფრენკ ლამპარდის შეგირდებს ცხრილში გადაასწრებენ. 

რაც შეეხება "ასტონ ვილას", ისინი 14 მატჩის შემდეგ მე-5 ადგილს 26 ქულით იკავებენ. 

მომდევნო მატჩს "ჩელსი" "მანჩესტერ სიტისთან" 3 იანვარს გამართავს, ხოლო "ასტონ ვილა"
2 იანვარს "მანჩესტერ იუნაიტედს" ესტუმრება.

ლონდონი, სტემფორდ ბრიჯი

"ჩელსი" - "ასტონ ვილა" 1:1

გოლები: 1:0 ჟირუ (34), 1:1 ელ ღაზი (50)

alt"ვულვზმა" "ტოტენჰემს" გამარჯვება ბოლო წუთებზე წაართვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რონალდუ 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
გეწყინათ და გაატარეთ არა
12:41 29-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული