ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "ოლდ ტრაფორდზე" 2:0 დაამარცხა "მანჩესტერი".
ანგარიში 50-ე წუთზე ჯონ სტოუნზმა გახსნა, 83-ე წუთზე კი მასპინძლებს მეორე გოლი ფერნანდინიომ გაუტანა. 25 აპრილს ფინალში "ქალაქელები" "ტოტენჰემს" შეხვდება.
ნამატჩევს "სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ეს ჩემპიონთა ლიგა არაა, მაგრამ ტურნირის ფინალში ზედიზედ ოთხჯერ გასვლა შთამბეჭდავია. მისმა ვიზავიმ, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა კი აღნიშნა, რომ ინგლისის საუკეთესო გუნდთან დამარცხდნენ.