ვერ გეტყვით, რითი მოხიბლა "მანჩესტერი" "ატალანტას" 18 წლის თავდამსხმელმა ამად დიალო ტრაორემ, მაგრამ ფაქტია, 30 მილიონ ევროდ შეიძინა და ბერგამოულ კლუბს ბონუსებსაც გადაუხდის.
"მანჩესტერმა" დიალოს 4+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა და გუნდს ვიზის მიღებისთანავე შეუერთდება.
კოტდივუარელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში სერია A-ს 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამ სეზონში კი მხოლოდ 14 წუთი ითამაშა.