ინგლისის თასის 1/32 ფინალში ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილი "უოტფორდი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "მანჩესტერთან" და გათამაშებას გამოეთიშა.
გოლი მე-5 წუთზე ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინიმ გაიტანა, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა რიგ წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა.
"უოტფორდი" ჩემპიონშიპში 23 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-6 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 16 იანვარს "ჰადერსფილდს" უმასპინძლებს.