მასწავლებელი, სანტექნიკი, გამყიდველი - "ტოტენჰემის" მეტოქის შემადგენლობაში პროფესიათა პალიტრაა

AutoSharing Option
დღეს, 10 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება ინგლისის ასოციაციის თასის მე-3 რაუნდის მატჩი "მარინსა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურს" შორის.

თუ კლუბი "მარინი" არ გაგიგიათ, არ იდარდოთ, ყველაფერს ახლავე მოგახსენებთ. გუნდი 1894 წელს არის დაარსებული, მერსისაიდში, ლივერპულთან ახლოს მდებარე ქალაქ ქროსბიში და ამჟამად ინგლისის მე-8 დივიზიონში თამაშობს.

"მარინს" განსაკუთრებული მიღწევა აქვს, ომის(მეორე მსოფლიო) შემდგომ ფეხბურთში ინგლისის არცერთ გუნდს არ ჰყოლია ერთი მწვრთნელი იმდენ ხანს, რაც მერსისაიდელებს. როი ჰოვარდი გუნდს 1972 წლიდან 2005 წლამდე წვრთნიდა  და "ევერტონთან" მატჩში გააცილეს.

"მარინი" ქროსბიში მდებარე
"როსეთ პარკზე" თამაშობს, რომელიც 3185 ადამიანს იტევს, მათგან 389 დასაჯდომი ადგილია.  თუმცა, კლუბმა "ტოტენჰემთან" თამაშის წინ 15 000 ვირტუალური ბილეთი გაყიდა (ქროსბის მოსახლეობის თითქმის მესამედი).

გარდა ზემოთაღნიშნული ამბებისა, "მარინის" ყველაზე საინტერესო ნაწილი, მისი შემადგენლობაა, რომლის უმცირესობაშიც პროფესიონალი ფეხბურთელები არიან.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე "მარინის" ძირითადი შემადგენლობის წევრთა პროფესიები გამოაქვეყნა:

მეკარე: სკოლის მასწავლებელი

მცველები: სანტექნიკი, პროფესიონალი ფეხბურთელი, ნაგვის შემგროვებელი, საწყობის ხელმძღვანელი, პროფესიონალი ფეხბურთელი

ნახევარმცველები: ქარხნის მუშა, ფეხბურთის მწვრთნელი, ტელეკავშირის მენეჯერი, სატვირთოების მარშრუტის კონტროლიორი,

თავდამსხმელი: მანქანების გამყიდველი

ნაკლებად სავარაუდოა, ამ გუნდმა გამარჯვება რომ მოახერხოს, მაგრამ, კეთილი დასასრულის შემთხვევაში იქნებ 1 გოლი მაინც გაიტანონ...
მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამოსთან ამხანაგური ხომ არ დაგვეგეგმა ფიფია ააააა?
გულშემატკივარი
20:15 10-01-2021
0
მეცხვარეები არ ყავთ? თუ არა დინამო მოუგებს
ზორბეგი
22:33 10-01-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული