ლივერპულში ეს მატჩი არასდროს დაავიწყდებათ - მცველმა დაარტყა და თამაშიც შეწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლივერპულში ერთი კაცი დადის, რომელიც ადგილობრივებს სტივენ ჯერარდზე ნაკლებად არ უყვართ. ის "ევერტონის" ლეგენდაა, ადამიანი, რომელსაც "ხალხის გუნდის" გარდა, არსად უთამაშია, პირდაპირი მნიშვნელობით, არც სხვა კლუბში, არც ნაკრებში.

"კანფეტების" რიგებს 16 წლის განმავლობაში იცავდა - 328 შეხვედრა და მხოლოდ ერთი გოლი. ეს ერთადერთი ზუსტი დარტყმა კი 2012 წელს, ბერძნული "აეკის" წინააღმდეგ იყო და შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშიც შეწყდა.

9 აგვისტოს მარჯვენა მცველი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. მასთან ერთად თამაშობდნენ ჯონი ჰეიტინგა, მარუან ფელაინი, ლეიტონ ბეინსი, ლეონ ოსმანი და ახალშეძენილი სტივენ
ნეისმიტი, რომელმაც იმ დღეს ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა შეხვედრის მთავარი მომენტი 53-ე წუთზე მოხდა, რომელიც ისტორიას დარჩება.

დაახლოებით, 17 000 ფანი უყურებდა, როცა ჰიბერტმა რატომღაც ჯარიმის დარტყმა გადაწყვიტა. ფეხბურთელისაგან, რომელსაც გოლი არასდროს გაუტანია, ასეთ რამეს არავინ ელოდა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ მოედანი ფანებით დაიფარა და სწორედ მას შემდეგ შეიქმნა სიმღერა: "ტონი ჰიბერტს მაშინ გააქვს, როცა სურს".

მართლაც ძალიან კარგი მომენტია!

თამაშის შემდეგ ჰიბერტმა თქვა, რომ ეს ყველაფერი მისთვის ზღაპარი იყო:

"ბიჭებიც იმავეს მეუბნებოდნენ გასახდელში, რომ ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა. ცოტა ხნით ადრე ბეინსს ვუთხარი, ჯარიმას მე დავარტყამ-მეთქი. ფანები მთელი თამაში მეძახდნენ, აბა, გოლს თუ გაიტანო. მეც ავდექი, დავარტყი და გავიტანე."

თამაშის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა თქვა, რომ აქამდე არასწორ არჩევანს აკეთებდა და ჯარიმების დარტყმა სწორედ ჰიბერტისთვის უნდა მიენდო. თუმცა თავად ტონი არ გათამამებულა და მეტჯერ საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება აღარასდროს მოუთხოვია.

მომზადებულია sportbible-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
იციან ინგლისელებმა სიყვარულის გამოხატვა თავიანთი კერპების მიმართ!
0

სიახლეები პოპულარული