"მელიები" ინგლისში გალიდერდნენ! "ჩელსი" დიდ კრიზისშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 19 იანვარს, "ლესტერმა" "ჩელსის" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 

მასპინძლებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და მატჩის დებიუტშივე შეძლეს ანგარიშის გახსნა. რაც შეეხება მეორე გოლს, ტაიმის მიწურულს "მელიებმა" ანგარიშში სხვაობა გაზარდა და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. 

მეორე ტაიმში გუნდებმა მომენტები გაცვალეს. "არისტოკრატთა" გერმანელმა თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა გოლის გატანაც შეძლო, თუმცა საქმეში VAR-ი ჩაერთო და დადგინდა, რომ ფეხბურთელი მცირედით, მაგრამ მაინც თამაშგარეში გახლდათ. 

19 თამაშის შემდეგ "ლესტერი" ინგლისის პრემიერლიგას სათავეში 39 ქულით უდგას, მაგრამ კონკურენტებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ქულათა სხვაობა კი
1-დან 4-მდე მერყეობს. 

რაც შეეხება "ჩელსის", ლონდონელებს 19 თამაშის შემდეგ 29 ქულა აქვთ და მე-8 ადგილს იკავებენ. 

"ლესტერი" - "ჩელსი" 2:0 
ქინგ ფაუერის სტადიონი

გოლები: 1:0 ნდიდი (6), 2:0 მედისონი (41). 

"ლესტერი" მომდევნო მატჩს 28 იანვარს, "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს. 

რაც შეეხება "ჩელსის", 27 იანვარს "ვულვზის" წინააღმდეგ ჩაატარებს. 

alt"ჩელსიმ" ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, ამჯერად ფრე "ასტონ ვილასთან" [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული