პრემიერლიგის მე-19 ტურში "ლივერპული" "ენფილდზე" 0:1 დამარცხდა "ბარნლისთან". გოლი 83-ე წუთზე პენალტით ბარნსმა გაიტანა.
ამით შეწყდა ჩემპიონატზე იურგენ კლოპის გუნდის 68-მატჩიანი წაუგებელი სერია, ზედიზედ მე-4 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი, რაც უკანასკნელად 2000 წელს მოხდა.
"ლივერპულს" 34 ქულა აქვს, რაც 2015 წლის შემდეგ მისი უარესი შედეგია.
ნამატჩევს კლოპმა განაცხადა, რომ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, წარუმატებლობის ახსნა რთულია, "ბარნლისთან" წაგება ძნელი იყო, მაგრამ ესეც მოახერხეს.
"ლივერპული" მე-4 ადგილზეა, ლიდერ "მანჩესტერს" 6 ქულით ჩამორჩება და 29 იანვარს ლონდონში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.