"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სუპერლიგის შექმნის იდეის შესახებ ისაუბრა:
"მე ვთვლი, რომ ეროვნული ჩემპიონატების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ყოველი ევროპული ჩემპიონატის გაძლიერებას უნდა შევეცადოთ: ნაკლები გუნდები პრემიელიგაში, უფრო მაღალი დონის ტურნირები, ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის გაძლიერება. რაოდენობის ხარისხით შეცვლაა საჭირო.
სუპერ პრემიერლიგის შესაქმნელად გუნდების რაოდენობის შემცირებაა აუცილებელი, მაგრამ ვერ მოვკლავთ დაბალი რანგის დივიზიონებსა და თავად პრემიერლიგას", - ციტირებს გვარდიოლას Sky Sports-ი.