"მანჩესტერმა" ინგლისის თასის მე-4 რაუნდში საკუთარ მოედანზე "ლივერპული" 3:2 დაამარცხა და 1/8-ფინალში "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.
"მანჩესტერიდან" გოლები მეისონ გრინვუდმა, მარკუს რეშფორდმა და ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანეს, ხოლო "ლივერპულიდან" დუბლი მოჰამედ სალაჰმა შეასრულა.
კლოპის ხელმძღვანელობით "ლივერპული" არასოდეს არ გასულა ინგლისის თასის 1/8-ფინალში, ყველა ტურნირზე კი ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და 28 იანვარს ლონდონში "ტოტენჰემს" შეხვდება.
"მანჩესტერის" მწვრთნელის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის თქმით, წინა დღით ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა საჯარიმოების დარტყმებზე 25 წუთი ივარჯიშა და დარწმუნებული იყო, რომ გაიტანდა.