"ჩელსის" ხელმძღვანელობამ გუნდის ლეგენდა ფრენკ ლამპარდი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა.
"ეს რთული გადაწყვეტილება იყო. მოხარულები ვართ, რომ ფრენკი "არისტოკრატების" გუნდს სათავეში ედგა, თუმცა ამჟამად კლუბს ძალიან უჭირს. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ცხრილის შუაში ვიმყოფებით და პროგრესის ნიშან-წყალიც არ ჩანს.
გუნდისა და ლამპარდის გზები უნდა გაიყოს. დიდი განხილვის შემდეგ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა მიმდინარე მოვლენები შეიცვალოს პროგრესისკენ" - განაცხადა ხელმძღვანელობამ.
ჯერჯერობით ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა მთავარი ფავორიტი "პარი სენ ჟერმენის" ყოფილი თავკაცი ტომას ტუხელი გახლავთ.
ბოლო 5 მატჩში
"ჩელსიმ" 1 მოგება მოახერხა და 19 ტურის შემდეგ 29 ქულით ინგლისის პრემიერლიგაში მე-9 ადგილს იკავებს.
2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონელები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ და 1/16-ფინალში "ატლეტიკოს" დაუპირისპირდებიან, რომელიც, თავის მხრივ, ფანტასტიკურ ფორმაშია და ლა ლიგას დიდი ჰანდიკაპით ლიდერობს.
ფრენკი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი 2019 წელს გახდა. ამ წელს "არისტოკრატებმა" პრემიერლიგაში მე-4 ადგილი დაიკავეს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ "ბაიერნთან" ორი მატჩის ჯამში 1:7 განადგურდნენ.
მომზადებულია sports-ის მიხედვით
იშვიათი გამონაკლისები ჰყავთ ბობი რობსონი, მაკმანამანი მაგრამ საერთო ჯამში ტექნიკასთანაც მწყრალად არიან და მწვრთნელობაც არ არის ამათი მოწოდება